Amazon Kindle - ყველა წიგნი ერთ წიგნში

ცნობილმა და ყველაზე დიდმა ონლაინ მაღაზიამ, amazon.com-მა 3 წლის წინ გამოუშვა საკუთარი პროდუქცია - Amazon Kindle . ეს არის ელექტრონული წიგნებ...

ცნობილმა და ყველაზე დიდმა ონლაინ მაღაზიამ, amazon.com-მა 3 წლის წინ გამოუშვა საკუთარი პროდუქცია - Amazon Kindle. ეს არის ელექტრონული წიგნების საკითხავი საშუალება, რომელიც გაყიდვაში გამოსვლიდან დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს და ნომერ პირველი გაყიდვადი პროდუქტია ამაზონის ისტორიაში. ახლავს 5 ვარსკვლავიანი შეფასება, სადაც სხვადასხვა ცნობილი კომპანიები ახასიათებენ მას, როგორც ელექტრონული წიგნების ბაზარზე საუკეთესოს, ადარებენ apple-ს iPad-ს და ამბობენ, რომ Kindle საუკეთესოა!


მაინც რა არის ამ რევოლუციური ტექნიკური მიღწევის ღირსებები?
ბოლო, ამ დროისათვის უკანასკნელი Kindle 3 ყველანაირად აღჭურვილია, აქვს wifi, 3G. ის 2010 წლის ივლისში გამოვიდა, არის  უნიკოდის შემცველი და აქვს 4 GB მეხსიერება. 2010 წლის 25 აგვისტოს, ამაზონმა kindle3, Kindle-ს ბოლო მიღწევა, ყველაზე მალე გაყიდვადად დაასახელა.


რა გახდა მისი წარმატების მიზეზი? ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია:
  • საუკეთესო კონტრასტი, ელექტრონული ეკრანი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით      არის დამუშავებული. როდესაც პირველად შეხედავთ, აუცილებლად დაგრჩებათ შეგრძნება, რომ ის ნატურალური ქაღალდია. ამ ტექნოლოგიის დამსახურებაა მისი შემდეგი ღირსებაც:
    • შესაძლებლობა მზის სინათლეზე კითხვისა (არ ირეკლავს მზის სხივებს). ნებისმიერი LCD ეკრანიც კი  სინათლეზე აუცილებლად აირეკლავს სხვადასხვა ნივთებს, თქვენს სახეს, Kindle-ს ეკრანი კი ჩვეულებრივი ქაღალდივით “იქცევა” და არავითარი ანარეკლი!
    • ახალ Kindle-ს ფონტები დაემატა, უფრო მრავალფეროვანია. გარდა ამისა უნიკოდის საშუალებით ნებისმიერი ენის წაკითხვა შეუძლია- მათ შორის ქართულის!
    • ფიზიკური მახასიათებლებიც შთამბეჭდავია- ძალიან თხელი და მსუბუქია. შეგიძლიათ როგორც ნებისმიერი უბის წიგნაკი, ისე ატაროთ ყველგან, სადაც მოგესურვებათ. 
      • ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ღირსებაა მისი ელემენტები! ელემენტი მუშაობს ერთი თვის მანძილზე კითხვის რეჟიმში, რაც მრავალჯერ აღემატება სხვა ტექნიკური საშუალებების ელემენტების მუშაობის ხანგრძლივობას. 
      • იტევს 3500-მდე წიგნს და საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, 60 წამში სასურველი წიგნი ჩამოტვირთოთ Kindle-ს მაღაზიიდან, რომელიც 725 000 ელექტრონულ წიგნს შეიცავს. გარდა ამისა გაზეთებს, ჟურნალებს      და ბლოგებსაც- უბრალოდ “მოძებნე, იყიდე და წაიკითხე”!
      ეს არის უდიდესი ელექტრონული ბიბლიოთეკა- ყველა მწერლის, ყველა ენაზე. მაღაზიის მესვეურებმა ბევრი იზრუნეს იმისათვის, რომ მათ კოლექციაში შესულიყო ყველაზე პოპულარული წიგნები. მათი ფასები საკმაოდ დაბალია და $9.99-ს შეადგენს (გარდა New York Times-ის მიერ გამოვლენილი ბესტსელერებისა). 
      აღსანიშნავია, რომ წიგნის ყიდვამდე შეგიძლიათ წიგნის დასაწყისი უფასოდ მიიღოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდოთ, თუ მოგეწონებათ. 
      Amazon Kindle-ს ბოლო თაობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ უნიკოდსაც ფლობს. ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ ბევრი ქართული წიგნია გამოცემული PDF ფორმატში, რაც საშუალებას გაძლევთ ისეთივე წარმატებით გამოიყენოთ ქართული ლიტერატურა, როგორც უცხოური. მართალია ამ ეტაპზე ამაზონის მაღაზიაში სპეციალურად Kindle-სთვის ფორმატირებული წიგნები არ იყიდება, მაგრამ usa2georgia-ს ინიციატივით, რომელმაც უკვე მიმართა Kindle Story-ს მესვეურებს, შესაძლებელია დაემატოს ქართული წიგნებიც. ამის გარდა, ამავე კომპანიის ინიციატივით, თარგმნის ფუნქციასაც შეიძენს Kindle-ის შემდეგი თაობა. 
      იმედია, უახლოეს მომავალში საქართველოში PDF ფაილის გარდა სპეციალურად Kindle ფორმატებით გამოუშვებენ სხვადასხვა ლიტერატურას,- იქნება ეს წიგნი თუ ჟურნალ-გაზეთები.
      როგორც ხედავთ, Kindle საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს. ან თუნდაც უბრალოდ საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ყოველთვის ახლოს ჰქონდეთ საკუთარი დოკუმენტები. სხვათაშორის, ეს საკითხიც გადაჭრილია და სპეციალური e-mail-ზე Kindle თავისით ახდენს თქვენი დოკუმენტების კონვერტირებას. ასევე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ სასურველი ინფორმაცია. გარდა ამისა აქვს Facebook-ზე და Twitter-ზე გაზიარების ფუნქციებიც. 


      გარდა ამისა, ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, თუ რამდენად ეკონომიურია! გამოიანგარიშეთ, რამხელა თანხა დაგჭირდებოდათ 3500 წიგნის საყიდლად, რომელსაც Kindle სრულიად უფასოდ ინახავს? ან შეძლებდით ერთად 3500 წიგნის წაღებას სადმე? ეს ხომ მთელი ბიბლიოთეკაა! თუმცა ტექნიკის ამ მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევის შედეგად, ამ რაოდენობის წიგნი შეგიძლიათ მხოლოდ 247 გრამში ჩაატიოთ- სწორედ ეს წონა აქვს Amazon Kindle-ს.
      მოკლედ, Amazon Kindle არის საშუალება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ სასურველი წიგნები  განუსაზღვრელი რაოდენობით და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას!

      ტექნიკური დეტალები:
      ზომა- 190 მმx 123 მმ x 8.5 მმ
      წონა- 247 გ.
      ფორმატები:  Kindle (AZW), TXT, PDF, Audible (Audible Enhanced (AA, AAX)), MP3, MOBI, PRC natively; HTML, DOC, JPEG, GIF, PNG, BMP



      WiFi ვერსიის შეძენა შეგიძლიათ ამაზონზე $139.00-ად 

      COMMENTS

      BLOGGER: 11
      1. rss არ აქვს ბლოგს? საინტერესო პოსტი იყო. წარმატებები!

      2. გმადლობთ! უკვე არის RSS

      3. დასტურ! თვეზე ცოტა მეტია მაქვს Kindle (რა თქმა უნდა usa2georgia-ს დახმარებით) და ყოველ დღე რამდენიმე საათით ვკითხულობ. ძალიან კარგი და რაც მთავარია პრაქტიკული დევაისია, must have თუ კითხვა გიყვართ. წიგნების ჩამოტანაზეც ფულს აღარ ვხარჯავ. მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - წიგნის სუნი არ აქვს :)

      4. მშვენიერი გამოგონებაა,სამწუხაროა რომ საქართველოში არ იყიდება ელექტრონული წიგნი.მითუმეტეს მადლობელი და ბედნიერი ვარ რომ თქვენს მეშვეობით შევიძინე ამგვარი ნაწარმი.

      5. გამარჯობა მეგობრებო, ვაპირებ კინდელის ყიდვას, რომელიმე თქვენგანს ხომ არ შეუძლია საშუალება მომცეს ახლოდან ვნახო ეს გაჯეტი.

        თუ არ დაგეზარებთ გთხოვთ მომწეროთ თუ შეგიძლიათ rikelby@gmail.com

        მადლობა წინასწარ

      6. გამარჯობა!
        მაინთერესებს თუ შეიძლება მისი კომპიუტერზე შეერთება და კომპიდან ქართული ან უცხოური წიგნების ჩატვირთვა თუ ვინმემ იცის გთხოვთ მიპასუხოთ...

      7. რათქმაუნდა შეიძლება,USB კაბელით.ქართული წიბნების წასაკითხავათ საჟიროა ქართული შრიფტი,არა მგონია რომ ეგ იყოს ჩატვირთული Kindle–ში.

      8. სალამი
        მეც ვაპირებ კინდლის ყიდვას, ამ საიტის მეშვეობიტ და ვერსად ვნახე ყუთის ზომა რომ გამოვთვალო რა დაჯდება ზუსტად. დიდი განსვავება არ იქნება და არაა მნიშვნელოვანი დეტალი მაგრამ საინტერესოა. ასევე მაინტერესებს, ფასს რომელიც მითითებულია ანუ 139$ ემატება თუ არა 8%(ანუ ამერიკული "დღგ")?
        და რაც მთავარია და აუცილებლად მაინტერესებს. რამდენად კარგად ხსნის .PDF ფაილებს. ასეთი წიგნების დიდი კოლექცია მაქვს და მაინტერესებს შევძლებ თუ არა მათ პირდაპირ გადატანას და გახსნას თავისი სურათებიანად, მთელი გვერდები რომ დასკანირებული სურათები იყოს თუ ამაზონის ან რამე სხვა პროგრამაზე ვიქნები დამოკიდებული რო კონვერტაცია გააკეთოს და...

      9. დასკანერებული ტექსტის ჩვენება ცოტა უჭირს მე როგორც ვიცი...

      10. @Alex:
        თუკი პატარა ქინდლს ყიდულობ, მაშინ აუციელბლად დაჭირდება კონვერტაცია ყველა წიგნს, რომელიც მარტივი პროგრამებით ხდება, ინტერნეტში არის მსგავსი პროგრამები. თუკი დი ექს-ს ყიდულობ, მაშინ შესაძლოა ზოგ წიგნზე არ დაგჭირდეს კონვერტაცია და პირდაპირ გაუშვა.

      11. magari dzviria mag fasshi meeqvse taobis kindle viyide

      Name

      General,1,
      ltr
      item
      საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე: Amazon Kindle - ყველა წიგნი ერთ წიგნში
      Amazon Kindle - ყველა წიგნი ერთ წიგნში
      http://www.assoc-amazon.com/e/ir?t=usapershoandf-20&l=as2&o=1&a=B002Y27P3M
      https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiX9YdfDDUwALgtkrUrmSRF52u9IB1cpLpJtmw3UZUl5_ogIjGiiGMM4a5yzFIrHxCzEaMhf4Map-x5YTba-DrOSas5GlBI6VN6r75e8pLdoSDLJZFQYzBJzfahFsU6GHmGDYhSAO7po3Jc/s72-c/big-viewer-3G-01-lrg._V188696038_.jpg
      საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე
      http://shopu2g.blogspot.com/2010/11/amazon-kindle.html
      http://shopu2g.blogspot.com/
      http://shopu2g.blogspot.com/
      http://shopu2g.blogspot.com/2010/11/amazon-kindle.html
      false
      8612697666542446656
      UTF-8
      Loaded All Posts Not found any posts VIEW ALL Readmore Reply Cancel reply Delete By Home PAGES POSTS View All RECOMMENDED FOR YOU LABEL ARCHIVE SEARCH ALL POSTS Not found any post match with your request Back Home Sunday Monday Tuesday Wednesday Thursday Friday Saturday Sun Mon Tue Wed Thu Fri Sat January February March April May June July August September October November December Jan Feb Mar Apr May Jun Jul Aug Sep Oct Nov Dec just now 1 minute ago $$1$$ minutes ago 1 hour ago $$1$$ hours ago Yesterday $$1$$ days ago $$1$$ weeks ago more than 5 weeks ago Followers Follow THIS PREMIUM CONTENT IS LOCKED STEP 1: Share to a social network STEP 2: Click the link on your social network Copy All Code Select All Code All codes were copied to your clipboard Can not copy the codes / texts, please press [CTRL]+[C] (or CMD+C with Mac) to copy Table of Content