იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის. შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com ეს მაღაზი...

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის.
შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com
ეს მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ორიგინალი ბრენდების სიმრავლით, თუმცა ფასებიც შესაბამისია და არაორიგინალ პროდუქტში არც ისე ძვირს ითხოვენ. საიტი მოხმარების მხრივ ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაადვილებულია ძებნის ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ მიუთითოთ ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობის პარამეტრი და ისიც კი, რა ფასების ფარგლებში გაინტერესებთ.
აქ წარმოდგენილი პროდუქტების ჩამონათვალი:
მობილური ტელეფონები შეგიძლიათ აარჩიოთ ფერის, ფუნქციების, სიმძლავრის, ორიგინალობის მიხედვით. რომელი ტელეფონიც ნამდვილად ბრენდს ეკუთვნის, აუცილებლად აწერია- original. აქ მრავლად არის ორ სიმ ბარათიანი, wi-fi, ტელევიზიიანი მობილურები. შიდა კატეგორიებში სხვადასხვა წვრილმანი აქსესუარებია- მოდელების მიხედვით ტელეფონების დამტენები მაგალითად. ერთ-ერთი ყველაზე იაფი კი მაინც მობილურების სხვადასხვანაირი ფერის და დიზაინის ხუფებია.
კომპიუტერების სექცია საკმაოდ დიდია- ლეპტოპები, დესკტოპები, პერსონალური კომპიუტერები. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპისთვის ცალკეული ნაწილების შეძენაცაა შესაძლებელი, მაგალითად ელემენტის, ქულერის და სხვა მსგავსი აქსესუარების.
ფლეშ დრაივერების, კლავიატურების, მაუსების და სხვა წვრილმანი დეტალების მრავალფეროვანი არჩევანია.
ელექტრო პროდუქტის განყოფილებაში ყურსასმენები, ფოტო და ვიდეო კამერები, მპ4 პლეიერებისა და მეხსიერების ჩიპების შეძენა შეგიძლიათ. ფასები საკმაოდ მისაღებია, პროდუქტი - საინტერესო.
ტანსაცმელების კატეგორიაში ამჟამად აქცენტი მაინც ზამთრის ტანსაცმელზე აქვთ. არის ფეხსაცმლის განყოფილებაც, სადაც თანამედროვე დიზაინის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ფეხსაცმელებია. ფასები დაახლოებით 15-20 დოლარიდან იწყება და ბრენდისა და ხარისხის შესაბამისად იზრდება. ბავშვის ფეხსაცმლის ყიდვა 2-5$-დანაც კი არის შესაძლებელი.
ავტომანქანის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ხელსაწყოებს ნახავთ. GPS, მანქანის ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, სხვადასხვა მოვლის საშუალებები - სარეცხი ხელსაწყოები თუ ნაფხაჭნების მოსაშორებელი კალმები. აქ ცალკე არის მოტოციკლების განყოფილება, სადაც სათამაშოდან დაწყებული ნამდვილით დამთავრებული, ყველანაირი მოტოციკლია (2000$-დან). არის სპეციალური აქსესუარები და ტანსაცმელიც კი.
ჩანთების განყოფილებაში დიზაინების, დანიშნულების დიდი არჩევანია. აქ არის როგორც სპორტული, ისე კლასიკური ჩანთები ქალისთვის, მამაკაცისთვის. არის განსაკუთრებული სექციაც, სადაც კოსმეტიკის, შოპინგების და სხვა მსგავსი დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ჩანთებია. ლეპტოპების და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი კატეგორიაც, რა თქმა უნდა, აქვთ.

გარდა ამისა ამ საიტზე იპოვით სახლისთვის და ეზოსთვის განკუთვნილი ნივთებს, სპორტისთვის და გართობისთვის საჭირო საშუალებებს, საბავშვო სათამაშოებს და ა.შ
სამკაულის კატეგორიაში ძვირფასი მეტალის გარდა, ბევრნაირი ჩვეულებრივი მასალისგან დამზადებული ნივთებიც არის- საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები და ა.შ. საათების არჩევანიც დიდია.

ყველაზე განსაკუთრებული ამ ონლაინ მაღაზიაში მაინც საქორწინო და პრომო პროდუქტის დასამზადებელი არხებია.

საქორწინო განყოფილებაში ქორწილისთვის საჭირო ყველა საჭირო აქსესუარს ნახავთ- ხელსახოცების დასაბმელიდან დაწყებული, შარვალ-კოსტუმით დამთავრებული.

პრომო მიზნისთვის დამზადებული აქსესუარების განყოფილება ემსახურება ნებისმიერს, ვისაც პრომო ან თუნდაც კომერციული მიზნისთვის უნდა საკუთარი ლოგოს (ან სახელის, ან ნებისმიერი რამის) განთავსება რაიმე საგანზე. აქსესუარების არჩევანი მართლაც დიდია-
ქოლგა, კეპი, მაისური, ჭიქა, კალამი, ბრელოკი, სამაჯური, ტანსაცმელი და ა.შ.

COMMENTS

BLOGGER: 34
  1. საქართველოში აგზავნის ეს მაღაზია საქონელს?

  2. ალბათ ბევრს გამოადგება ე.წ. ბაზრობის ტავარი... სახლიდან გაუსვლელად დათვალიერება და სასურველი ნივთის არჩევა საკმაოდ მოსახერხებელია. ტანსაცმელი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ თბილისსაც უკვე ეტიკეტზე მადე ინ ჩინა აწერია )))

  3. როგორც ალიბაბა აგზავნის ხოლმე ისე აგზავნის ნეტა ეს საიტი? :)
    და 1 კგ რამდენი ჯდება ხომ არ იცით?

  4. es xom gadaketebuli alibabaa da neta sandoa? chamogitaniat vinmes?

  5. Vova ზუსტად ალიბაბას საიტია, ოღონდ საცალო ვაჭრობისთვის.

  6. me gamoviwere da xval velodebi:)

  7. Alibaba araris sando sainti chemi piradi azrit
    1)Magas ar ak sando dacvis sashualeba rogor akvs igive AMAZON-s EBAY-s Pay-Pal-is mesheveobit
    2)Xshirad xdeba rodesac gamkidevli ar agzavnis im nivts,an saertod ar agzavnis
    3)Meored alibaba azlevs sashualebs gamkidevelebs miigon fuladi gadaxdeb WESTERN UNIONI-s sashulaebit,es ukve zalian sariskoa.
    4) http://www.youtube.com/watch?v=vWjji2BmwRI

  8. vinmes tu gamouceria am saitidan da tu chamsovlia is nivti rac gamoicera ikneb mipasuxot me minda ragaceebis gmaocera da sandoa ?

  9. rogorc vici alibaba s gaumjobesebuli da upro daculi varianti aris aliepressi da 17 dgis win gamoviwere teleponis nawili romelic chamomivida,tavidan mec echvi shemepara mat sandoobashi magram,mtavaria daakvirde gamyidvlis reitings da mere gadawyvito garisko tu ara shemdeg agmovachine rom roa rames yidulob jer puls uxdi aliexpress escrow-sa amis shemdeg roca chamova amanati order listshi achert gilaks (confirm order received ) da amis shemdeg gamyidvels ericxeba puli saitidan.

    tu moxda ise rom ar chamovida amanati shegidzliat order listshi (open dispute) gaxsnat da amis shemdeg daibrunot gadaxdili tanxa.

    imedia chemi postit vinmes mainc davexmare :)))

  10. me namdvilad damexmaret vapireb am saiatidan ragaceebis gmaoceras da tanxastan dakavshirebit karg ram tkvit eg arc vicodi da exla ufro gulmshvidad gamovicer nivtebs madlobt :)

  11. "gio"-m rogorc tqva aramgonia ise iyos nivti chamomiva da vityvi ar chamosuliyo puls damibruneben? :D sxvanairad iqneba

  12. me gamoviwere magram ar chamovida :((((

  13. gamovicere ukve ramodenimejer. gagacnobt chems dakvirvebas:
    1. saqonlis xarisxi zalian dabalia (magram tu fuli mogezedmetat da raime originaluris da iaffasianis yidva gindat, mshvenieri adgilia)

    2. amerikamde chamosvlas 3 kvira unda daaxloebit. girchevt ufaso shiping kompaniis archevisas Chinetis airchiot da ara hong kongis, imitom rom chinetis ufro scrafi da sandoa.

    3. Xandaxan xdeba araswori tracking number-is minicheba da sheidzleba Usa@GEO-s sistemam gitxrat arascoriao (am shemtxvevashi geqmnebat shekvetebis arevis problema, tu ramdenimes elodebit)

    DASKVNA: mokled, tu riski giyvart da zalian ar dagenanebat fuli, met-naklebad cudi xarisxis saqonlis chamosvlis gamo, shegidzliat gamowerot. dakargvit araferi ikargeba. ubralod diiiidxans modis )) imdenad didxans, rom sheidzleba dagavickdet kidec, ra gamoiceret ))

  14. ვინმეს 7" GPS ნავიგატორი ხომ არ გამოგიწერიათ? ნეტავ რა ხარისხით ჩამოდის და საერთოდ ჩამოდის კი?
    100$ გარისკვა ღიირს?

  15. სისულელეა რა, ძალიან დამპლები არაინ ეს ჩინელები, რაც გამოვიწერე ვერასდროს მოვიღე და შევეშვი, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მაღალი რეიტინგის სელერებიდან ვიყიდე, ფეხსაცმელებს როგორ ყიდიან იცით? ცალ-ცალს, ფასი აწერია ვთქვათ 25$, მსგრამ ეს მხოლოდ ცალის ფასია, წყვილი 50 ღირს, მაგრამ ამას არ წერენ, უამრავ დეტალს უნდა დაუკვირდე რა, სად მაქვს მაგათი ნერვები

  16. Ertxel vcdi ra gamova ar vici Anu gavriskav :)

    Tu xarisxians edzebt mashin amazon.com arid magistvis Mara dzalian dzviria. Marto is rom is kompania gemsaxureba minimaluri 20$ aris + nivtis girebuleba da + naxevar kilo gzavnilze daaxloebit 6$ Anu sakmaod dzviri gamodis. Mara sandoa vici da tan xarisxiani.

  17. მე გამომიწერია ამ საიტიდან. მეტს აღარ ვიზავ. თებერვლის შუა რიცხვებიდან ველოდებოდი, მივიღე მაისის დასაწყისში, მთელი 2.5. თვე მოდიოდა ჩემი ამანათი.

  18. bevri ram gamomiweria.yvelaferi droulad chamosula da kmayofilic var.ase rom shegidzlia tavisuflad ishopingo aliexpresze ;)

  19. Contact Address:
    Street Address:
    City:
    Province/State/County:
    Country/Region:
    Zip/Postal Code:
    Tel:
    Country code:
    Area code:
    Number:

    Please enter number
    Please enter number
    Fax:
    Country code:
    Area code:
    Number:
    am grafebshi ra chaceret tu shegidzlia mipasuxet ver daveregistrirdi da magram mchirdeba ra mechqareba ecaunti

  20. მოკლედ გამომიწერია ალიბაბადანაც და ალიექსპრესიდანაც, მარა კარგად გადამოწმება უნდა, თან სკაიპში ყველაფერზე ვუთანხმდები, თუ გაფუჭებული საქონელი ჩამოვიდა ორ მაღაზიას უკან მიაქვს თავისივე ხარჯით, თან ფულს ვესტერნით ვრიცხავ მარა ჩამომდის, რა ვიცი. ერთი ეგაა 300 დოლარზე მეტს ვერ ვრისკავ, მაინც ჩინელს ვერ ვენდობი დიდ ფულში. გადამგდებებიც არიან დაკვირვება უნდა. დროს რაც შეეხება ათი დღე მაქსიმუმ, ორთვენახევარი არასდროს გამიგია.

  21. titqmis yvelaferi uxarisxoa, magram fasebic araa didi) mtavaria xalxis komentarebi caikitxet produqciaze

  22. akedan rogor unda gamoviweroo? amerikis misamartze unda gaavgzavno ?

  23. მე გამოვიწერე ოქტომბერში 150$ პლანშეტი, მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიიდან და რა თქმა უნდა "ბრაკი" ჩამომივიდა. უკანაც კი გავუგზავნე, გამოგიცვლითო მითხრეს...
    ჰოდა იმის შემდეგ ყოველ კვირა ვაგინებ,მაგრამ რად გინდა,აზრი არა აქვს, არ წყინთ გინება :)

  24. გინებით აგინე,მაგრამ მთავარია ზუსტად მიწერო ალიბაბას საჩივარი.გამყიდველზეც და ნივთზეც.ან დაურეკო და ისეც აუხსნა შეგიძლია.1 ნივთი დამიკარგეს და სექტემბერში გამოწერილი გავასაჩივრე,გამყიდველს ვაგინე კიდეც და თანხა დამიბრუნდა.

  25. თანხას უკან მიბრუნებენ, ვერ ვყიდულობ და რა ვქნა? რამდენჯერმე დამიბრუნეს უკვე (164$ და 143$ ღირებულების ნივთები)

  26. da rom gamoviwero amerikuli misamarti unda mivutito tu rogor?

  27. icit ra miantersebs?rom gamoviwer magalitad becheds rodesac chamova ris fuls vixdi wonisas? u ra xdeba?iqneb icit vinmem??visac chamouvida

  28. Alipay wallet გავხსენი და როგორ უნდა ჩავრიცხო თანხა???

  29. iqneb vinme damexmaros rogor unda gamoviwero am saitidan nivti?

  30. ალიექსპრესი ჩვეულებრივი ნორმალური ინტერნეტ მაღაზიაა, დიდიხანია ვიწერ და ის ჩამოდის რასაც ვუკვეთავ, თანაც არანაირ წონის ფასს არ იხდი,მინუსი მხოლოდ დროა ჩამოსვლის(ერთი თვე თვენახევარი), რომელიც მითითებულია და იმ დროში ეტევიან კიდეც,იყო შემთხვევა თაღლითი გამყიდველები გამოააშკარავეს და ფული უკან დააბრუნეს! დაცვა საკმაოდ ძლიერი აქვს-სანამ არ დააფიქსირებ რომ საქონელი მიიღე, ფულს გამყიდველს არ ურიცხავენ, ასე რომ შენზეა დამოკიდებული! მე სხვა რამ მაინტერესებს უსა2გეორგია რა შუაშია ამ მაღაზიასთან!

  31. დაახლოებით 1 წელია რაც ვიწერ ამ საიტიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ.
    ზოგი მაღაზია 1 თვეში გიგზავნის და ზოგი 2 კვირაში. ამ საიტის მაღაზიების უმეტესობა მწერს თუ რა პროცესშია გადმოგზავნის ჩემი ამანათი.
    ხარიასხიც არ არის ცუდი. ფასთან შესაბამისია ნამდვილად.
    რა სისულელეა,რომ ფეხსაცმელს ცალ-ცალკე წყვილად ყიდიან. მე გამომიწერია ბოტასი და ეგეთი არაფერი ყოფილა.
    ძალიან კმაყოფილი ვარ. მე პირადად ვენდობი ამ საიტს.

  32. მეც ვიწერ ამ საიტიდან უპრობლემოდ. წელიწადზე მეტია უკვე, პირველად საქართველოში გამოვაგზავნინე და კი მოუნდა თვემდე, მერე უკვე გადამზიდ კომპანიებს მივმართავ, უსათი ვარ იქაც დარეგისტრირებული, შეუძლიათ ამერიკაში გამომიგზავნონ, ან სხვა საშუალებებითაც ჩამომაქვს 1-2 კვირა მაქსიმუმ :) ხარისხს რაც შეეხება, არ მქონია შემთხვევა რომ რამე უაზრო ნივთი ჩამოსულიყოს, ერთხე გამოვიწერე ხმის ბარათი სტერეო მიკროფონის მხარდაჭერით, არ აღმოჩნდა და სელერმა ფული დამიბრუნა და ბარაიც დამიტოვა :)

  33. 3 წელზე მეტია ვსარგებლობ ალიექსპრესით, გამოწერილი მაქვს სხვადასხვა ნივთი, 1 დღე უნდება გადარიცხვის დადასტურებას (ვიყენებ ვიზა ბარათს), ერთიდან სამ დღემდე გამოგზავნას, გზას ამერიკამდე -10-დან 25 დღემდე (გააჩნია იქაურ ფოსტას და მარშრუტს), მოკლედ კმაყოფილი ვარ.

Name

General,1,
ltr
item
საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე: იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com
იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com
საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე
http://shopu2g.blogspot.com/2010/12/aliexpresscom.html
http://shopu2g.blogspot.com/
http://shopu2g.blogspot.com/
http://shopu2g.blogspot.com/2010/12/aliexpresscom.html
false
8612697666542446656
UTF-8
Loaded All Posts Not found any posts VIEW ALL Readmore Reply Cancel reply Delete By Home PAGES POSTS View All RECOMMENDED FOR YOU LABEL ARCHIVE SEARCH ALL POSTS Not found any post match with your request Back Home Sunday Monday Tuesday Wednesday Thursday Friday Saturday Sun Mon Tue Wed Thu Fri Sat January February March April May June July August September October November December Jan Feb Mar Apr May Jun Jul Aug Sep Oct Nov Dec just now 1 minute ago $$1$$ minutes ago 1 hour ago $$1$$ hours ago Yesterday $$1$$ days ago $$1$$ weeks ago more than 5 weeks ago Followers Follow THIS PREMIUM CONTENT IS LOCKED STEP 1: Share to a social network STEP 2: Click the link on your social network Copy All Code Select All Code All codes were copied to your clipboard Can not copy the codes / texts, please press [CTRL]+[C] (or CMD+C with Mac) to copy Table of Content