ონლაინ მაღაზიების მიმოხილვა - forever21.com, urbanog.com

ონლაინ მაღაზიებიდან, რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ვეცდებით დროდადრო მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა მაღაზიების შესახებ. ამ...

ონლაინ მაღაზიებიდან, რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ვეცდებით დროდადრო მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა მაღაზიების შესახებ. ამ პოსტში კი ორ მათგანს შევეხებით, რომლებიც ძირითადად ტანისამოსზე კონცენტრირდებიან.

http://www.forever21.com/

forever21 საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა და ხშირად სარგებლობენ ქართველი მომხმარებლები. ფასები საკმაოდ დაბალია, რაც ხარისხზე არ აისახება და ყოველთვის გამძლეობით გამოირჩევა მათი პროდუქტი.

1.თვითონ მათი ნაწარმი, სადაც ყველანაირი სახის ტანსაცმელს შეხვდებით- მაისურები, კაბები, ქვედაბოლოები, ჟაკეტები, ქურთუკები და ა.შ. გარდა ამისა იყიდება სხვადასხვა აქსესუარებიც, მათ შორის ჩანთებიც.

ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება, უკვე დაიწყო სპეციალური აქციები. მართალია ფასდაკლებები ჯერ არ მოქმედებს, თუმცა ერთ-ერთი აქციაა მაგალითად ქალებისათვის საღამოს კაბები, სადაც უკვე დაემატა ახალი წლის კატეგორია, სადაც შეგიძლიათ აარჩიოთ როგორც მეგობრებთან და ოჯახთან წვეულებაზე ჩასაცმელი, ისე სამსახურეობრივი ღონისძიების შესაფერისი კაბა.

http://www.forever21.com/category.asp?catalog_name=FOREVER21&category_name=Dress_SpecialOccasion2010&Page=all&promotype=2

მაგალითად ეს კაბა შეგიძლიათ შეიძინოთ 29,80$-დ.



ეს კი მხოლოდ 13,50 დოლარად

ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტანსაცმლის არჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, საკმაოდ ბევრია.

მნიშვნელოვანია ცალკე ფასდაკლების განყოფილებაც, სადაც ძალიან იაფად იყიდით ჩვეულებრივ ხარისხიან პროდუქტს. მაგალითად ეს ჯინსი სულ 9 დოლარი დაგიჯდებათ:


Forever21.com-ზე არსებობს ასევე სხვა ფირმების განყოფილება. გარდა ამისა არის ტანსაცმელები ბავშვებისთვის და კაცებისთვის. არსებობს შედარებით ჭარბწონიანი ქალბატონებისთვისაც ცალკე განყოფილება.


საერთო ჯამში, ეს ის ონლაინ მაღაზიაა, საიდანაც თამამად შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ხარისხიანი იქნება!

urbanog.com

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მაღაზიას (თუნდაც სპეციალიზირებული იყოს ვთქვათ ტანსაცმელზე), აქვს ფეხსაცმლის განყოფილება, ამ საკითხში მოწინავე მაინც http://www.urbanog.com/-ია. აქ სხვა კატეგორიებიც არის, აქვთ :

ტანსაცმელი

Desiring dotty coat- 56,80$
სხვადასხვა აქსესუარები


საცურაო კოსტუმები და ღამის პენუარები. ასევე საკარნავალო კოსტუმებიც, რომლებზეც ცალკე პოსტს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[Circles Pattern Monokini - $15.50]

დიდი არჩევანის მიუხედავად ამ ყველაფერში, urbanog.com მაინც ფეხსაცმელში ლიდერობს. ყველამ იცის, რომ ურბანოგზე ყველანაირი გემოვნების შესაბამისი ფეხსაცმლის პოვნა შეიძლება მისაღებ ფასებში- საზაფხულო, საშემოდგომო, საზამთრო თუ სპეციალური ღონისძიებებისათვის...

ფეხსაცმელები დაყოფილია კატეგორიებად. დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა, რამდენიმე მათგანს გაჩვენებთ:
ჩექმები

კლასიკური
ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია ამ ონლაინ მაღაზიების პროდუქტიდან. დიდი არჩევანი, ხარისხიანი პროდუქტი და მისაღები ფასები- ეს არის მათი წარმატების მიზეზი.

ჩვენ მაღაზიების მიმოხილვას დროდადრო ყოველთვის შემოგთავაზებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

COMMENTS

BLOGGER: 7
  1. urbanog.com-idan prokreditis visa classicit gamowera shemidzlia?

  2. Xoda forevershi sad chavceroo es ragac misamartii rac usa2georgiadan mak !!!! ver gavigee ra!

  3. urbanog.com idan vinmes pexsacmeli tu gamogiweriat, zoma zomaze midisss???

  4. ki midis zomebe zustad emtxveva, 37 zoma var, da gamovicere 36.5 metki cava, radgan agar iko patara zomebi, patara mkonda,ver chavicvi .tamo

  5. procreditis baratit a iwers dabloka procreditma,nebismieri sxva bankis masterqardit gamower.xarisxi normaluria,tyavebi araa magram aq mag fasad verafers iyidit,zoma zomaze midis zustad.

  6. 6pm dan shemidzlia gamocera? : )

  7. Yvela saits aqvs uxarisxo produqcia,mat shoris foreversac. Zapxulshi gamovwere kaba romelic suratze dzalian lamazi iyo,chamomivida da imedgacruebuli davrchi.ar vargoda masalis xarisxi da kabis qveda nawilic uswormasworod iyo shemokerebuli,ise rom verc gadavaketebdi,radgan foreveris kabebi sakmaod mokleebi. Ramdenime mailis,suratebis da sachivris pormis gadagzavnis mere mat rogorc iqna damibrunes puli. axali wlistvis chemma megobrebma ganatavsez agnishnul saitze,forevers aeria da sxvisi shekvsta gamoagzavna,chemebma werili misweres tumca foreverma arc puli daubruna da arc rame pasdaklebis kuponi achiqa.
    msgavsi shemtxveva mqonda 6pmsa da amazontan dakavshirebit tumca am saitebma puli tavosuplad damibrunes.
    P.S. foreveridan gamoweris dros yuradgeba miaqciet produqtis varskvlavebis raodenobas da momxmareblebis komentarebs.

Name

General,1,
ltr
item
საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე: ონლაინ მაღაზიების მიმოხილვა - forever21.com, urbanog.com
ონლაინ მაღაზიების მიმოხილვა - forever21.com, urbanog.com
https://lh5.googleusercontent.com/aaCTHv3Lzj37yyj-AV2W6TH017j65ssrugSVvacLBXNG284p4KNwAy7EeAMGps-dq_SC9IQqn5IKgoUtg19msFjlLGp6it1ScbLi0NVbPZlScaYk
https://lh5.googleusercontent.com/aaCTHv3Lzj37yyj-AV2W6TH017j65ssrugSVvacLBXNG284p4KNwAy7EeAMGps-dq_SC9IQqn5IKgoUtg19msFjlLGp6it1ScbLi0NVbPZlScaYk=s72-c
საინტერესო პროდუქტები, სტატიები და მიმოხილვები USA2GEORGIA-ზე
http://shopu2g.blogspot.com/2010/11/forever21com-urbanogcom.html
http://shopu2g.blogspot.com/
http://shopu2g.blogspot.com/
http://shopu2g.blogspot.com/2010/11/forever21com-urbanogcom.html
false
8612697666542446656
UTF-8
Loaded All Posts Not found any posts VIEW ALL Readmore Reply Cancel reply Delete By Home PAGES POSTS View All RECOMMENDED FOR YOU LABEL ARCHIVE SEARCH ALL POSTS Not found any post match with your request Back Home Sunday Monday Tuesday Wednesday Thursday Friday Saturday Sun Mon Tue Wed Thu Fri Sat January February March April May June July August September October November December Jan Feb Mar Apr May Jun Jul Aug Sep Oct Nov Dec just now 1 minute ago $$1$$ minutes ago 1 hour ago $$1$$ hours ago Yesterday $$1$$ days ago $$1$$ weeks ago more than 5 weeks ago Followers Follow THIS PREMIUM CONTENT IS LOCKED STEP 1: Share to a social network STEP 2: Click the link on your social network Copy All Code Select All Code All codes were copied to your clipboard Can not copy the codes / texts, please press [CTRL]+[C] (or CMD+C with Mac) to copy Table of Content